მიხეილ ჩხენკელი: საზოგადოებაში მასწავლებლის, პროფესორის პრესტიჟის ამაღლება – ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი

საზოგადოებაში მასწავლებლის, პროფესორის პრესტიჟის ამაღლება – ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პედაგოგთა შრომა ყოველმხრივ იქნება დაფასებული და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხელფასები მოემატებათ.

„ზოგადად, სკოლაში ხარისხის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არის მასწავლებელი. განათლების ხარისხი დამოკიდებულია პედაგოგის კვალიფიკაციაზე. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ კვალიფიციური სპეციალისტები და თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ იმ გამორჩეულ მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენ გვყავს სისტემაში. შესაბამისად, მათი შრომა უნდა იყოს დაფასებული ყოველ მხრივ, მათ შორის, ხელფასების ნაწილში. საზოგადოებაში მასწავლებლის, პროფესორის პრესტიჟის ამაღლება ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ეს მიმდინარეობს და გაგრძელდება მომდევნო წლებშიც, როგორც მასწავლებლების, ასევე, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები