თურქულმა ბანკებმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის პლასტიკური ბარათების მომსახურება დაიწყეს
ორმა თურქულმა ბანკმა – Is Bank-მა და Ziraat Bank-მა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების APRA World-ის მომსახურება დაიწყეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Is Bank -ის ( იშბანკი) ქსელი 6 500 ბანკომატსა და პლასტიკური ბარათების მიმღებ 400 ათას წერტილს აერთიანებს.
Ziraat Bank-ის ქსელი 7 200 ბანკომატსა და 500 ათას წერტილს აერთიანებს.
დღეის მდგომარეობით, APRA World-ის მომსახურება ბელარუსში, რუსეთში, თურქეთში, სომხეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთშია შესაძლებელი.
საკითხზე კომენტარის მიღების მიზნით, “კვირა” საქართველოს საგარეო უწყებას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ შეფასება მოგვიანებით გაკეთდება.