ბექა დავითულიანი: მმართველმა პარტიამ ოპოზიციას ყველა ტიპის კომპრომისი შესთავაზა, რაც კი შეიძლება, შეეთავაზებინა – ქართველი ხალხის არჩევანი ჩვენი მხრიდან რევიზიას ვერ დაექვემდებარება

“ქართველი ხალხის არჩევანი გადახედვას ვერ დაექვემდებარება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ ოპოზიციას ყველა ტიპის კომპრომისი შესთავაზა, რაც კი შეიძლება, შეეთავაზებინა.

„მმართველმა პარტიამ ოპოზიციას ყველა ტიპის კომპრომისი შესთავაზა, რაც კი შეიძლება, შეეთავაზებინა – გარდა ერთისა, რაზეც თავიდანვე ვთქვით, რომ წითელი ხაზია. ქართველი ხალხის არჩევანი ჩვენი მხრიდან რევიზიას ვერ დაექვემდებარება. მთლიანი ხელისუფლება კი მათთვის ხალხს არ მიუნიჭებია. მათი პასუხისმგებლობაა – უნდათ განახორციელებენ დაკისრებულ უფლებამოსილებას, უნდათ – არ განახორციელებენ“, – აღნიშნა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები