ქობულეთში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა – არიან დაშავებულები
ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ გვარაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ორსული ქალი. იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფება და სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილი დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რის შედეგადაც ადამიანი დაიღუპა.