“თავისუფლება პოლიტპატიმრებს” – თბილისში მსვლელობა გაიმართა
სამოქალაქო აქტივისტები პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს და პოლიტპატიმრები დაუყონებლივ გათავისუფლდნენ.
“ჩვენ გავივლით პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გლდანის ციხესთან – მთელი თბილისის მასშტაბით შევახსენებთ მთავრობას, რომ მათ უნდა დაასრულონ პოლიტიკური რეპრესიები. საჭიროა, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, გიორგი რურუა, რომელიც დასაჯეს, რადგან ოპოზიციურ აზრს აფინანსებდა და გვერდში ედგა, ხოლო კარტოგრაფები, რომლებიც პროპაგანდისტული მიზნებისთვის ჩასვეს ციხეში, რომ წინასაარჩევნოდ ქულები დაეწერათ”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ირაკლი ფავლენიშვილი.