არჩილ თალაკვაძე: გოჩა ლორთქიფანიძის არჩევა მოსამართლედ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, დიდი აღიარებაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გოჩა ლორთქიფანიძეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნვას ულოცავს.
„გოჩა ლორთქიფანიძის არჩევა მოსამართლედ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, დიდი აღიარებაა.
გვეამაყება, რომ ასეთი პროფესიონალი, წლების განმავლობაში საჯარო სამსახურს და სახელისუფლებო გუნდს საუკეთესოდ წარმოადგენს და წარმატებით ემსახურება თავის ქვეყანას.
საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ გოჩა ლორთქიფანიძეს და წარმატებებს ვუსურვებ!,”- აცხადებს არჩილ თალაკვაძე,