მამუკა მდინარაძე – უკვე გამოიკვეთა ოპოზიციის მიზანი, პირველი, ეს არ არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა

უკვე გამოიკვეთა ოპოზიციის მიზანი, პირველი, ეს არ არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მე ძალიან გულწრფელად, კარგად მესმის კარლ ჰარცელის წუხილი. ბუნებრივია, როდესაც ასეთი ჩიხური სიტუაციისკენ მიდის პროცესები, არამხოლოდ ჩვენი შეფასებით, ალბათ, ყველა ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით, ეს მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, რომ მაგიდას აყირავებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, იმდენად რამდენადაც ისინი არ მოდიან ისეთ დათქმებზეც კი, როგორიც არის შეთავაზება რიგგარეშე არჩევნებისა იმ შემთხვევაში, თუ მათივე მონაწილეობით, საგამოძიებო კომისია დაადგენს 1%-იან გადახრასაც კი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ამაზე უარის თქმა, წარმოიდგინეთ რამხელა ვა-ბანკზე წასვლაა.

უკვე გამოიკვეთა ოპოზიციის მიზანი. პირველი, ეს არ არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ „ვორდინგში“ გაჩნდა სიტყვები „მსხვერპლი“და „ძალადობრივი ლეგიტიმური რევოლუცია“.

ამით ჩვენ ვადასტურებთ იმას, რასაც წინა პერიოდში ისედაც ვამბობდით და ვაანონსებდით, რომ ეს ხალხი ასე ფიქრობს, იქნება ასეთი დღე, როდესაც ამას იტყვიან და თქვეს ყველაფერი.

სიტყვა – სიტყვით გიმეორებთ გიგა ბოკერიას მიერ ნათქვამ ფრაზას „ძალადობრივი ლეგიტიმური რევოლუცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები