ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია – გაფერადებული ფოტოები 1900-იანი წლების ამერიკიდან

„არის სამუშაო, რომელიც სარგებელს მოუტანს ბავშვებს და არის სამუშაო, რომელიც სარგებელს მოუტანს მხოლოდ დამსაქმებელს. ბავშვთა დასაქმების მიზანი მათი აღზრდა კი არა, მათი საქმიანობიდან დიდი მოგების მიღებაა“ – ამბობდა ლუის ჰაინი, ამერიკელი სოციოლოგი და ფოტოგრაფი, რომლის მიერ გადაღებულა ისტორიულმა ფოტოემბაც შეერთებულ შტატებში ბავშვთა შრომის კანონების ცვლილებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

ჰაინის საქმიანობა ბევრ ხიფათთან იყო დაკავშირებული. მისი კეთილშობილური მიზნების გამო, ლუისს ფაბრიკა-ქარხნებისა და მსგავსი დაწესებულებების ხელმძღვანელები სიკვდილით ემუქრებოდნენ, რადგან მსგავს დაწესებულებებში ბავშვთა დასაქმების კოეფიციენტი მაღალი იყო.

ფოტოები გადაღებულია ლუის ჰაინის მიერ. გააფერადა ტომ მარშალმა.

9 წლის ჯონი. ლუიზიანა. 1911 წელი.

მაიკლ მაკნელისი, 8 წლის. გაზეთების გამყიდველი

8 წლის ჯენი კამილო ნიუ-ჯერსიდან. მოცვის მკრეფავი. 1910 წელი

12 წლის ჰიმან ალპერტი. გაზეთების გამყიდველი, რომელიც ამ საქმეს 3 წლის განმავლობაში ასრულებდა.

მკერავები: 6 წლის კატრინა დე კატო, 11 წლის ფრანკო ბრეზუ, 12 წლის მარია ატრეო და და 5 წლის მატი ატრეო. 1910 წელი, ნიუ-იორკი.

შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი მორიგი ბავშვი. ჩიკაგო, 1910 წელი

როლანდი, 11 წლის გაზეთების გამყიდველი ნიუ-ჯერსიდან

შუაში – 13 წლის გაზეთების გამყიდველი მისურიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები