თენგიზ ცერცვაძე: 21 დეკემბრიდან „რემდესივირი“ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება – შემოტანილია 4 000 ფლაკონი

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პრეპარატ „რემდესივირის“ პირველი საცდელი პარტია, 4 ათასი ფლაკონი საქართველოში უკვე შემოსულია.

მისივე თქმით, პრეპარატი 21 დეკემბრიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„ქვეყნის ხელმძღვანლობითა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდულია „რემდესივირის“ პირველი საცდელი პარტია, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ახლა არის საბაჟო პროცედურები, ლოჯისტიკური საკითხები. ვვარაუდობთ, რომ „რემდესივირის“ გამოყენება პაციენტებში ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს ორშაბათისა. ორშაბათიდან ის უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. რამდენადაც ვიცი, შემოტანილია 4 ათასი ფლაკონი, რათა ყველა კლინიკაში იყოს გამოყენებული იმ პაციენტებთან მიმართებით, ვისაც სჭირდება. თუ ექსპერტების მოსაზრება იქნება ისეთი, რომ მედიკამენტმა გაამართლა, გააუმჯობესა ან შეამსუბუქა დაავადების მიმდინარეობა, მაშინ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, რომ შემოიტანოს ახალი პარტია იმ რაოდენობით, რა რაოდენობაზეც მოთხოვნა იქნება. „რემდესვირის“ გამოყენებისას სრულაიდ ახალი პროტოკოლი შევიმუშავეთ, რომელიც ძალიან დეტალურია. ის ეყრდნობა მსოფლიოს წამყვან გაიდლაინებს და რეკომენდაციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყველამ იცის, რომ „რემდესივირზე“ არ არის ერთგვაროვანი შეხედულება. საქართველოში აუცილებლად უნდა ყოფილიყო „რემდესივირი“ შემოტანილი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თუ მსოფლიოში ის ყველასთვის ხელმისაწვდომია, ქართველი პაციენტი რატომ უნდა დაიჩაგროს. საქართველოშიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაე, ექიმებმა და თავად პაციენტებმა გადაწყვიტონ, ეს მედიკამენტი გამოიყენონ თუ არა. მისი შემოტანა ყველა შემთხვევაში გამართლებულია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები