ზურაბ ჯაფარიძემ დეპუტატის მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.
„ამ ბოიკოტის რეჟიმს პროცედურულად აღსრულება სჭირდება, პირადად მე ვაპირებ, ახლა აღვასრულო“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტს გუშინ მიმართა.