კარლ ჰარცელი – მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე: დრო გადის და კარმა დახურვა დაიწყო, ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის თარიღი ჯერ უცნობია.

კითხვაზე, დახურულია თუ არა მეხუთე რაუნდის კარი, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ დრო გადის და კარმა დახურვა დაიწყო.

„მე არ ვფიქრობ, რომ რამე დახურულია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ყურება საერთო საფუძვლის მიმართულებით. ერთადერთი, რასაც ვამბობ, დრო გადის და კარმა დახურვა დაიწყო. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს“, – დასძინა კარლ ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები