არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს მამის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მამის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.

„ახლა არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოზიციაზეა – ამ განსაცდელის ჟამს გიორგი ვაშაძისა და მისი ოჯახის გვერდით ვდგავართ. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი ვაშაძის მამა, გუტა ვაშაძე კორონავირუსით დღეს დილით გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები