ამირან გამყრელიძე: უკვე შემუშავებულია კრიტერიუმები, პირველ ყოვლისა, რომელი ჯგუფები უნდა აიცრან

“ჩვენთან მომუშავე ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, პირველ ყოვლისა, რომელი ჯგუფები უნდა აიცრან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ვაქცინაციის საკითზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში უკვე სამმა ქვეყანამ: დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და კანადამ რამდენიმე დღის წინ ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყეს.

„ვაქცინაცია ასევე დაწყებულია რუსული წარმოების ვაქცინით რუსეთში და ჩინური წარმოების ვაქცინით – ჩინეთში. „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინით ვაქცინაცია დაწყებული აღნიშნულ სამ ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება ცივი ჯაჭვი მინუს სამოცდაათი-ოთხმოცგრადუსიანი. ჩვენს ცენტრში უკვე ჩამოყალიბებულია ჯგუფი, ასევე, საკოორდინაციო საბჭოსთან მუშაობს ინტერსექტორალური კომისია. ჩვენთან მომუშავე ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, კერძოდ, პირველ ყოვლისა, რომელი ჯგუფები უნდა აიცრან; შემდეგ მიწოდების სერვისების კრიტერიუმები და, ასევე, ქვეყანაში ხელმეორედ შეფასდა ცივი ჯაჭვის სისტემა – რა გვაქვს. ჩვენ თავისულად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გვაქვს კარგად გამართული 2-დან 8 გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა და იქ არაფრის დამატება საჭირო არ არის. თავისუფლად შეგვიძლია „ასტრა/ზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქციენები, რომლებიც დაბალ ტემპერატურას საჭიროებენ, ქვეყანაში სწრაფად დავნერგოთ. ამისთვის შესაბამისი თანამშრომლები მომზადებულია.

რაც შეეხება „მოდერნას“ ვაქცინას, რომელიც -20 გრადუსზეა, ასევე შეგვიძლია. მუნიციპალიტეტებში ჩვენ გვაქვს სამაცივრე დანადგარები -20 გრადუსიანი, სადაც შეგვიძლია „მოდერნას“ ვაქცინის დანერგვა.

რაც შეეხება ცივ ჯაჭვს „ფაიზერთან“ დაკავშირებით, სადაც მინუს სამოცდაათი- მინუს ოთხმოცი გრადუსი გვჭირდება, ასეთი ქვეყანაში 40-მდე მაცივერი გვაქვს, რომლებიც სხვადასხვა ტესტ-სისტემითაა დაკავებული. გაკეთდა შეფასება, რამდენის გამოთავისუფლება შეგვიძლია. ასევე შესყიდვის პროცესშია რამდენიმე ასეთი მაცივარი და თუ „ფაიზერის“ ვაქცინა გვექნება, ამ სისტემის გამართვა დიდ ქალაებსი შეგვიძლია. ამდენად, ამ ვაქცინის იმპლემენტაციაც შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები