ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების დადებითობის კოეფიციენტი 19%-მდე ჩამოვიდა

“საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების დადებითობის კოეფიციენტი 19%-მდე ჩამოვიდა”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 7 დეკემბრიდან კლების დინამიკა გამოხატულია.

„დაახლოებით, 8 დეკემბრიდან თუ მოვყვებით დადებითობის კოეფიციენტის, რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორია ინფიცირების მაჩვენებლისა და ინფექციის გავრცელებისა ქვეყანაში, არის დინამიკური კლება ამ დადებითობის მაჩვენებლის. გუშინ და დღეს 19%-ია, გუშინწინ იყო 20%, იმის წინ კიდევ 20. ანუ 7 დეკემბრიდან კლების დინამიკა გამოხატულია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები