ლევან დავითაშვილი: სამინისტროს სისტემაში წარმატებით ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაციის დაცვით, შეუფერხებლად მუშაობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამინისტროს სისტემაში წარმატებით ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაციის დაცვით, შეუფერხებლად მუშაობს.

მისივე თქმით, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, საერთაშორისო დონისა და მნიშვნელოვანი ფუნქციების მქონე ლაბორატორიაა.

“ლაბორატორიაში საქმიანობა მიმდინარეობს სამი ძირითადი მიმართულებით, ესენია:

• ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა;

• სურსათის კვლევა;

• მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.

საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიის ქსელი მოიცავს საერთაშორისო ISO 17025 აკრედიტაციისა და 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის მქონდე 13 ლაბორატორიას.

2020 წლის მონაცემებით:

• სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა ეროვნული აკრედიტაცია, ლაბორატორია აკმაყოფილებს საქართველოს სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის მოთხოვნებს;

• ლაბორატორიაში დაინერგა 62 ახალი, აკრედიტებული კვლევის მეთოდი;

• ლაბორატორიის თანამშრომლებმა კი წარმატებით გაიარეს საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირებები;

• ლაბორატორიაში შემოვიდა 306 477 ნიმუში და ჩატარტა 352 870 კვლევა.

დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ლაბორატორიის ვებგვერდზე -http://sla.gov.ge/Ge/Tariffs”,- განაცხადა მინისტრმა.

დავითაშვილმა ასევე მიწის ფონდის რაციონალური გამოყენებისა და გონივრული მართვის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული, სახელმწიფოს პრიორიტეტია.

“მიწის ფონდის რაციონალური გამოყენება და გონივრული მართვა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ამ ამოცანების გადასაწყვეტად 2020 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა ახალი უწყება – სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

მიწა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოწურვადი რესურსია, რომელსაც უდიდესი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ღირებულება გააჩნია. ახალი სააგენტო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს – მიწის ბაზრის, სოფლის მეურნეობის დარგებისა და ზოგადად სოფლის განვითარებას.

სააგენტოს უფლებამოსილებაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება, გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმავასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

მიმდინარე წელს ქარსაფარი ზოლები გაშენდა 33 კმ-ზე, მოეწყო 2 სანერგე მეურნეობა ახლაგაზრდა ფერმერებისათვის, განხორციელდა ნაკვეთმონაცვლეობითი თესლბრუნვის საპილოტე პროექტი 448 ჰა-ზე, ინვენტარიზაცია 69,000 ჰაზე და გამოვლინდა ყველაზე დეგრადირებული ფართობები, დაიგეგმა აღდგენის ღონისძიებები, მიმდინარეობს მუშაობა საძოვრების მართვის პოლიტიკის დოკუმენტზე”,- განაცხადა დავითაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები