შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ პირველად გამოიცა ჰინდი ენაზე
ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელშეწყობით, 2020 წლის ოქტომბერში, ცნობილი გამომცემლობის „Yatra Books” მიერ, პირველად გამოიცა ჰინდი ენაზე თარგმნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი” (“Sher Ki Khaal Wala Samant Shoorvir”).
პოემის თარგმანი ეკუთვნის ინდოელ პოეტსა და მთარგმნელს ბჰუპენდერ აზიზ პარიჰარს, ხოლო ინდური სტილით შესრულებული ილუსტრაციები შექმნა მუმბაიში მოღვაწე მხატვარმა ონკარ ფონდეკარმა.
წიგნის შეძენა შესაძლებელია როგორც ინდოეთში წიგნების მაღაზიებში, ასევე ელექტრონულად.
აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” ჰინდი ენაზე გამოცემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინდოეთში საქართველოს და ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის”,ასევე საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.