თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა

თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

ავარია გომის მონაკვეთზე მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

დაშავებულები ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით არის აღძრული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები