თეა წულუკიანი: შევთანხმდით, რომ კომიტეტში ღირსეული ადგილი არა მხოლოდ განათლებასა და მეცნიერებას დაეთმობა, არამედ კულტურა არ იქნება სადღაც ჩაკარგული

“შევთანხმდით, რომ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში ღირსეული ადგილი არა მხოლოდ განათლებასა და მეცნიერებას დაეთმობა, არამედ კულტურა არ იქნება, როგორც კომიტეტის არაერთი წევრი აღნიშნავს, სადღაც ჩაკარგული”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომიტეტში კულტურის სფეროზე სამუშაოდ სპეციალური ჯგუფი შეიქმნა.

„შევთანხმდით, რომ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში ღირსეული ადგილი არა მხოლოდ განათლებასა და მეცნიერებას დაეთმობა, არამედ კულტურა არ იქნება, როგორც კომიტეტის არაერთი წევრი აღნიშნავს, სადღაც ჩაკარგული. სხვა მხრივ, აზრი არაფერს აქვს. ჩვენს კომიტეტში სპეციალური ჯგუფი შევქმენით, კულტურაზე სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავის დებულებას შეიმუშავებს და ამით კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს კომიტეტის საქმიანობაში ჩავრთავთ”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები