პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლადო კახაძე აირჩიეს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლადო კახაძე აირჩიეს. მისი კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ორი მოადგილიდან ერთის წარდგენის უფლება უმრავლესობას აქვს, ერთის კი – ოპოზიციას. მოადგილეთა კანდიდატურები ოპოზიციას ჯერ არ წარუდგენია.

მეათე მოწვევის პარლამენტმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგენით, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები უკვე აირჩია. კენჭისყრაში 86 დეპუტატი მონაწილეობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები