ირაკლი ზარქუა: თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ მომავალი წლების განმავლობაში მარგინალიზაციის გზას დაადგეს, როგორც „ნაცმოძრაობა“ აკეთებს, ეს მათი არჩევანია
„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ მომავალი წლების განმავლობაში მარგინალიზაციის გზას დაადგეს, როგორც „ნაცმოძრაობა“ აკეთებს, ეს მათი არჩევანია.
„ეს მათი არჩევანია. რაც შეეხება კომიტეტებს, როგორც ჩემი კოლეგები დღეს მიხსნიდნენ, თურმე, ბოლო ორი წელია, არც ესწრებოდნენ კომიტეტებს და განხილვაში არ მონაწილეობდნენ, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად შეძლო, დაემტკიცებინა სოციალური პროექტები, მათ შორის, დახმარებების მთელი პაკეტები შეემუშავებინა. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტებიც განეხორციელებინა. თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ მომავალი წლების განმავლობაში დაადგეს მარგინალიზაციის გზას, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ხომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ?!“, – განაცხადა ზარქუამ.