ალეკო ელისაშვილი: აშშ-ის საელჩოში ფიქრობენ, პანდემიის შემდეგ სიღატაკის დაძლევაში როგორ დაგვეხმარონ, ასეთ დროს პარტნიორებზე რომ ილაშქრებ, დამაზიანებელია

“აშშ-ის საელჩოში ფიქრობენ, პანდემიის შემდეგ სიღატაკის დაძლევაში როგორ დაგვეხმარონ, ასეთ დროს პარტნიორებზე რომ ილაშქრებ, დამაზიანებელია”, – ამის შესახებ პარტი „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიზანიც დასავლეთის დისკრედიტირებაა.

„რუსეთი მეტზე კი არაფერზე არ ოცნებობს, უნდა, რომ დასავლეთი იყოს დისკრედიტებული. ხოდა, ასეთი რამ არის დაუშვებელი. ეს პროცესს კი არა, ყველაფერს, ქვეყანას აზიანებს. აგერ, დღეს ევროკავშირის ელჩმა გვითხრა, რომ 70 ათასი გაჭირვებული ოჯახისთვის დახმარება იქნება. ვიცი, რომ აშშ-ის საელჩოში ფიქრობენ, პანდემიის შემდეგ სიღატაკის დაძლევაში როგორ დაგვეხმარონ. ასეთ დროს პარტნიორებზე რომ გამოდიხარ და ასე ილაშქრებ, არ ვიცი, რატომ კეთდება ეს, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები