ამირან გამყრელიძე: პიკი გადავიარეთ, მაგრამ ეს არაა დამშვიდების საბაბი

“პიკი გადავიარეთ, მაგრამ ეს არაა დამშვიდების საბაბი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იმის ნიშანია, რომ გარკვეულად ინფიცირების მაჩვენებლის კლების ტენდენცია გამოჩნდა.

„ჩვენ გავაანალიზეთ გასული ერთი კვირის მონაცემები და მნიშვნელოვანი ტენდენციაა. თუ, ვთქვათ, 7 დეკემბერს გამოვლენილი იყო 4 673 დადებითი ადამიანი და 16 600 ტესტი იყო ჩატარებული, დადებითობა იყო 28%-ი. 8-ში კვლავ 4 734 გამოვლინდა, 21 ათასი ტესტირების ფონზე და დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 21 %-ზე. შემდეგ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 20%-ზე. დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იმის ნიშანია, რომ გარკვეულად ინფიცირების მაჩვენებლის კლების ტენდენცია გამოჩნდა. ანუ, ამ აქტიური ტესტირების ფონზე, მაქსიმალურად ვლინდებიან ინფიცირებული პაციენტები. ამის პირველი ნიშნები გამოჩნდა. ეს არის იმ შემზღუდველი ღონისძიებების შედეგი, რომელიც ქვეყანაში ნოემბრის ბოლოს დაწესდა. 7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ. ამ მრუდზე, ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა. ეს პირველი ნიშნებია და არაა დამშვიდების საბაბი. ეს განპირობებული შემზღუდველი ღონისძიებებით, გაფართოებული ტესტირებით, ამასთან, ინფიცირებულების დროული იზოლაცია ხდება, ხშირია მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები და გაზრდილია ნიღბის ტარების კულტურა ქვეყანაში, დაახლოებით 65%-მდე. ეს არ არის საკმარისი, ჩვენ თუ ავალთ ნიღბის ტარების 90-95 %-ზე, ინფიცირების მაჩვენებელი რადიკალურად შემცირდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები