ამირან გამყრელიძე: პირდაპირ გეუბნებით, მომავალი 2 კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება

“პირდაპირ გეუბნებით, მომავალი 2 კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით, 400-მდე პაციენტი ფილტვების ხელოვნულ ვენტილაციაზეა.

,,პირდაპირ გეუბნებით, მომავალი 2 კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობით ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ, როგორც ხედავთ სტატისტიკიდან, სამწუხაროდ, გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა, რაც მოსალოდნელი იყო. კარგად უნდა დავაკვირდეთ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის განვითარებას ამ კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები