თამარ გაბუნია: ჰოსპიტალურ სექტორში მეტი რესურსი გამოჩნდა იმისთვის, რომ პაციენტები ბინაზე აღარ ყოვნდებოდნენ

“ჰოსპიტალურ სექტორში მეტი რესურსი გამოჩნდა იმისთვის, რომ პაციენტები ბინაზე აღარ ყოვნდებოდნენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღევანდელი მაჩვენებლის სიმცირე, გარკვეულწილად, შაბათ-კვირის ეფექტს უკავშირდება, როდესაც ტესტირებაზე მიმართვიანობა შემცირებულია.

,,ეს კვირა იქნება გარკვეულწილად კრიტიკული იმისთვის, რომ ვნახოთ რა მიმართულებით მივდივართ და მოქმედი შეზღუდვები რამდენად ცალსახად უკავშირდება შემთხვევების კლებას, არის ეფექტიანი და მოგვცემს სტაბილიზაციის შესაძლებლობას.

ნიშნები იმისა, რომ სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა იკლებს და ასევე მოლოდინის პერიოდში მყოფი პაციენტების რაოდენობაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მიუთითებს იმაზე, რომ ჰოსპიტალურ სექტორში მეტი რესურსი გამოჩნდა, რათა პაციენტების დაყოვნება ბინაზე აღარ ხდებოდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები