კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 571, აჭარაში – 212, იმერეთში – 147

კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 571, აჭარაში 212, იმერეთში 147, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 14 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა – 212, იმერეთი – 147, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 48, გურია – 16, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 74, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები