საქართველოდან პირველი აგვისტოდან ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 2.9 მილიონი დოლარი შეადგინა

საქართველოდან პირველი აგვისტოდან დღემდე 6 739 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.9 მილიონი დოლარი შეადგინა.

ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.5 მილიონი დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 6 456 ტონა, აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები