მეუფე იაკობი: კორონას კი დავამარცხებთ, მაგრამ მთავარია ერთმანეთი არ დავამარცხოთ – ერთმანეთთან ცხოვრება და სიყვარული უნდა ვისწავლოთ
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დღევანდელი ქადაგებისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ერს შერიგებისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, ცალ-ცალკე ვერავინ გაიმარჯვებს, ამიტომ მთავარია ერთმანეთი არ დავამარცხოთ და სიყვარულმა გაიმარჯვოს.
“ამ სიტუაციაში ყველა მხარე ქართული მხარეა, ძალიან კარგად ვამჩნევ მტყუანს და მართალს, მაგრამ დღეს ისეთი პერიოდია, ვერც ერთ მხარეს ვერ დავიჭერ… ჩემი დიდი სურვილია, ქართველები უფალმა გაგვაერთიანოს. ერთმანეთთან ცხოვრება და სიყვარული უნდა ვისწავლოთ. კორონას კი დავამარცხებთ, მაგრამ მთავარია ერთმანეთი არ დავამარცხოთ და სიყვარულმა გაიმარჯვოს. ჩემს ერს მოვუწოდებ – შევრიგდეთ! თუ არ შევრიგდით, არაფერი გამოვა, ცალ-ცალკე ვერავინ ვერ გაიმარჯვებს. ადრე თუ გვიან, ყველა მოვკვდებით, ყველა გავალთ ამ ქვეყნიდან, არც სკამი შეგვრჩება და არც ეპისკოპოსებად გავალთ, არც ქვეყნის მმართველებად, არც პოზიციად და არც ოპოზიციად. წარვსდგებით როგორც ჩვეულებრივი მოკვდავნი, არავითარი რეგალიები არ გაგვყვება”, – ამბობს მეუფე იაკობი.