მეუფე იაკობი: ეს ვირუსი ვერაგია, მაგრამ ალბათ, კაცობრიობისთვის აუცილებელი იყო – ღმერთის გარეშე ამ ქვეყანაზე არაფერი ხდება

“ეს ვირუსი ვერაგია, მაგრამ კაცობრიობისთვის, ალბათ, აუცილებელი იყო. უკვე ისე ვიყავით გადაგვარებული, მარტო ეს თუ დაგვაფიქრებს”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ ქადაგებისას, ექიმებს მადლობა გადაუხადა და მათ გმირები უწოდა.

“მინდა მადლობა გადავუხადო, გმირ ექიმებს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, მიგატოვეთ, სიკვდილისთვისაც გაგწირეთ. თქვენ იბრძვით, რომ ადამიანები გადაარჩინოთ და ეს კაცობრიობა რას დავემსგავსეთ?! გარდაიცვლება ადამიანი და სასახლეს, რომ თავი ავხადოთ იმისი გვეშინია… ექიმებს რა შვილები არა ჰყავთ?! ოჯახები არ ჰყავთ?! სიცოცხლე არა აქვთ?! რთულია, მაგრამ ადამიანობა არავინ უნდა დავკარგოთ… ექიმებს ნუ შევატოვებთ ყველას და ყველაფერს! ნუ დავკარგავთ შიშით ადამიანობას, მაგრამ სიფრთხილე ყოველთვის უნდა დავიცვათ.

ეს ვირუსი ვერაგია, მაგრამ კაცობრიობისთვის, ალბათ, აუცილებელი იყო უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები, ეს თუ დაგვაფიქრებს. სამწუხაროდ, ძლიერი ქვეყნები არავითარ სოლიდარობას არავისთან არ გამოხატავენ. დატაცებაზე არიან, თუ რამე არის… ზოგი პირველი ხარისხის ქვეყანაა, მეორე, მესამე, მაგრამ ადამიანები ხარისხის მიხედვით არ იყოფიან, არც ქვეყნები არ იყოფიან და ალბათ, ყველას თანაბრად უნდა შეეძლოს, იმ სიკეთის მიღება, რასაც მედიცინა და მეცნიერება გვაძლევს. საერთოდ ამ ყველაფერს ღმერთი გვაძლევს, ღმერთის გარეშე ამ ქვეყანაზე არაფერი არ ხდება. ბევრი ტკივილი გვექნება, ასე ცუდად თუ მოვიქეცით, სიკვდილიანობაც ბევრი იქნება, მაგრამ თუ მალე დავწყნარდით, როგორც ადრე გვიფარავდა ღმერთი, ისე დაგვიფარავს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები