შალვა ნათელაშვილი – ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა ერთი მამის გაკეთებულია

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი მამის გაკეთებულია ყველა, – ეს განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“, საია-სა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შესახებ დღეს გააკეთა.

„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი მამის გაკეთებულია ყველა. ესენი სხედან გრანტზე და გრანტის მიმცემი რასაც უბრძანებს ან უფრო მეტ ფულს სადაც გადაუხდიან, იმის მიხედვით იმუშავებენ. სახალხო დამცველზე რა იმედი უნდა დაამყარო, როდესაც მისი მამა ბიძინა ივანიშვილის არქიტექტორია შეკვეთილში. მთელი ხეების გათხრა, გადათხრა დასავლეთ საქართველოში, მოხდა ლომჯარიას მამის შეკვეთითა და სქემებით. ჩვენ სახელმწიფო გვაქვს ასაწყობი და დამოუკიდებლობა გვაქვს თავიდან მოსაპოვებელი. ეს ე.წ. სახელისუფლო ელიტა და გარკვეულად ესეთი არასამთავრობოები რომ დაწუნწულებენ, სად იშოვონ ფული, ესენი დამოუკიდებელ საქართველომდე ვერ მიგვიყვანენ.

არასოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე იმედებს არ ვამყარებდი ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის გარიჟრაჟიდან, რადგან საქართვლოში არასამთავრობო, ყველაზე დიდი სამთავრობოა ტრადიციულად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები