თამარ ჟვანიამ პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის 7-წევრიანი და პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის 10-წევრიანი შემადგენლობა წარადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის 7-წევრიანი და პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის 10-წევრიანი შემადგენლობა წარადგინა.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ცესკო-მ 3 დეკემბერს შეაჯამა. დღეს, 11 დეკემბერს ტარდება საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და იწყება მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების განხორციელება. ჩემთვის დიდი პატივია, წარვდგე საქართველოს პარლამენტში და წარვადგინო საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგები, თუმცა, პირველ ყოვლისა, საქართველოს კანონმდებლობისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ასარჩევად წარმოგიდგენთ პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის 7-წევრიან შემადგენლობას და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას 10 წევრის შემადგენლობით. საქართველოს პარლამენტთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე, შერჩეულ იქნენ აღნიშნული კომისიის შემდეგი წევრები: საქართველოს პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ბერაია ირაკლი, თოლორაია ედიშერ, მიქანაძე გივი, სამხარაძე ნიკოლოზ, ტალიაშვილი თამარ, ქვრივიშვილი მარიამ, ხოლო რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი სამნადატო კომისიის შემადგენლობას: ბერაია ირაკლი, ბითაძე მაია, კვიჟინაძე პაატა, მათიკაშვილი დავითი, მეზურნიშვილი ირაკლი, მეშველიანი გოგი, სარჯველაძე მიხეილ, სონღულაშვილი დავით, ქადაგიშვილი ირაკლი და წილოსანი ნინო“, – განაცხადა ჟვანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები