მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სესია პარლამენტის უხუცესმა წევრმა გახსნა
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სესია უხუცესი პარლამენტის წევრმა, ლადო კახაძემ გახსნა.
მისი თქმით, სხდომას 88 წევრი ესწრება.
„გისურვებთ კოვიდპანდემიიდან უსაფრთხო და ღირსეულ გამოსავალს. ჩემთვის დიდი პატივია, ჩემი ქვეყნის მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ვემსახურო. მადლობა ამისთვის“, – აღნიშნა ლადო კახაძემ.
ცნობისთვის, მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა მიმდინარეობს.
პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ცნობს და ამისთვის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის ხმა იქნება საჭირო. ამის შემდეგ, პარლამენტის წევრები დადებენ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, რომლის ტექსტსაც წაიკითხავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
პარლამენტის წევრები ხელს მოაწერენ ფიცის ტექსტს და დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. დეპუტატები პირველივე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს აირჩევენ. ამავე სხდომაზე ირჩევენ კომიტეტის თავმჯდომარეებსაც.