შალვა ნათელაშვილი: ათასწლეულების წინ კალიგულამ რომის სენატში შეიყვანა ცხენი, ის ცხენი ბევრად პატიოსანი არსება იყო, განსხვავებით იმ 90 ხმის ქურდისგან, რომლებიც პარლამენტშია

„ათასწლეულების წინ კალიგულამ რომის სენატში შეიყვანა ცხენი და ეს დარჩა ისტორიაში. ის ცხენი ბევრად პატიოსანი არსება იყო, განსხვავებით იმ 90 ხმის ქურდისგან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა „ქართუ ბანკის კანტორიდან“ შეიყვანა პარლამენტში და დაარქვა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ასეთივე წარმატებით მე შეიძლება, დავირქვა ტაილანდის მეფე ან ვიეტნამის ე.წ. პარლამენტი”, – ამის შესახებ, „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტთან ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.

„დღეს შეკრებილი პარლამენტი არ არის, რადგან უზურპაციის, ხმების ქურდობის, წალადობის, გაყალბების პროდუქტს წარმოადგენს და დღეს, ჩვენი ბოიკოტირებაზე ხელმოწერით, ქართულმა პოლიტიკურმა გონმა მთელს ქვეყნიერებასა და დედამიწას უთხრა, რომ ჩვენი დამორჩილება, ჩვენი დაჩაგვრა შეუძლებელია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები