გიორგი ვოლსკი: დღევანდელ სხდომას გარკვეული ხინჯი აქვს, მაგრამ გაცილებით მეტი უხერხულობა შეექმნება სახელმწიფოს, თუკი პარლამენტი არ დაიწყებს სრულფასოვან მუშაობას
“პარლამენტის დღევანდელ სხდომას გარკვეული ხინჯი, რასაკვირველია, აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი უხერხულობა შეექმნება სახელმწიფოს, თუკი პარლამენტი არ დაიწყებს სრულფასოვან მუშაობას”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, დეპუტატები უპირველეს ყოვლისა ხალხის წინაშე არიან პასუხისმგებლები.
,,პარლამენტის დღევანდელ სხომას გარკვეული ხინჯი, რასაკვირველია, აქვს – არ არიან წარმოდგენილი ოპონენტები, მათ წესით 60 ადგილი უნდა დაიკავონ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი უხერხულობა შეექმნება სახელმწიფოს, თუკი პარლამენტი არ დაიწყებს სრულფასოვან მუშაობას.
საჭიროა დამტკიცდეს ბიუჯეტი, შეიქმნას სახელმწიფო სტრუქტურები და არ მოხდეს ის დესტაბილიზაცია, რომელიც ამ მავნებელთა გაერთიანებას სურს. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და მუშაობა იქნება ხარისხიანი ყველა შემთხვევაში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.