ბადრი ჯაფარიძე: პარტიამ გამოიწვია სია და უარი თქვა მანდატებზე, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ დიალოგზე „ქართულ ოცნებასთან“

“პარტიამ გამოიწვია სია და უარი თქვა მანდატებზე, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვამბობთ უარს დიალოგზე „ქართულ ოცნებასთან“. დიალოგს გავაგრძელებთ, რათა შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე”, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არის მოცემულობა, როდესაც საპარლამენტო არჩევნების ნამდვილობას მხოლოდ „ქართული ოცნება“ აღიარებს.

„დღეს არის მოცემულობა, როდესაც საპარლამენტო არჩევნების ნამდვილობას მხოლოდ „ქართული ოცნება“ აღიარებს. დანარჩენი ყველა ოპოზიციური პარტია ცალსახად აცხადებს, რომ ის ჩატარდა დიდი დარღვევებით და ჩვენ თუ ამას არ შევეწინააღმდეგებით, შემდეგ არჩევნებსაც დარღვევებით მივიღებთ, ამიტომ, გადაწყვიტა პარტიამ, გამოიწვიოს სია და უარი თქვა მანდატებზე, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვამბობთ უარს დიალოგზე „ქართულ ოცნებასთან“. დიალოგს ჩვენ გავაგრძელებთ, რათა შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, რადგან ჩვენ უნდა განვმუხტოთ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიმუხტება, თუ შევჯერდებით ვადამდელ არჩევნებზე, ახალი არჩევნების ჩატარების სისტემასა და ახალ ადმინისტრაციაზე, რომლის კონტროლითაც უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ გაყალბებული დამახინჯებული არჩევნების პრაქტიკა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები