ამირან გამყრელიძე: დაახლოებით, 1700-მა სტუდენტმა გაიარა გადამზადება და სხვადასხვა ინტენსივობით 1000-მდე სტუდენტია ჩართული მუშაობაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაახლოებით, 1700-მა სტუდენტმა გაიარა გადამზადება და აქედან სხვადასხვა ინტენსივობით პანდემიის მართვაში 1000-მდე სტუდენტია ჩართული.

„დაახლოებით, 1 700-მა სტუდენტმა გაიარა გადამზადება და სადღაც 800-დან 1 000-მდე სხვადასხვა ინტენსივობით არის ჩართული მუშაობაში, პირველად ჯანდაცვაში, ჰოსპიტალურ ჯანდაცვაში, ე.წ. კლინიკურ სასტუმროებში მუშაობენ, ასეთი მასობრივი არ ყოფილა პენსიაზე გასული ექიმების დაბრუნება, მაგრამ მათი ნაწილი ნამდვილად დაბრუნდა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები