გიორგი ვოლსკი: ფეხაწყობილია სააკაშვილის სტრატეგია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ჰქვია

“ფეხაწყობილია სააკაშვილის სტრატეგია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ჰქვია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგი უნებლიეთ არის ჩართული ამ ანტისახელმწიფოებრივ პროცესში.

„ფეხაწყობილია სააკაშვილის სტრატეგია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ჰქვია და ამ სიტუაციაში სამხედრო უპირატესობის მოპოვების სტრატეგია, რომელიც რუსეთს აქვს. ამ თემას უნდა გადავხედოთ და ზოგი ნებით და ზოგი უნებლიეთ არის ჩართული ამ ანტისახელმწიფოებრივ პროცესში. უკრაინას გადახედეთ, რა ხდება, იქ მუშტებს აბრახუნებს და ამბობს, სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოიშალა და ხალხი არ ასრულებს COVID-19 წინააღმდეგ დაწესებულ სტრატეგიას, არცერთი მერი არ დასჯილა, მე და ჩემი მეგობრები კაფეებში დავდივართ და კაციშვილი ხმას არ გვცემსო და აქაც მოუწოდებს ხალხს რეგულაციების დარღვევისკენ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები