ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“: გვინდა, მატჩი საქართველოსთვის გარდაცვლილ ბიჭებს მივუძღვნათ

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ დღეს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში შვედურ კლუბს, „როსენგარდს“ შეხვდება.

მატჩამდე „ლანჩხუთის“ ადმინისტრაციამ მიმართვა გაავრცელა, სადაც წერია, რომ კლუბი თამაშს იმ ლანჩხუთელების ხსოვნას მიუძღვნის, რომლებიც საქართველოს ერთიანობას შეეწირნენ.

„ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება დღევანდელი მატჩი, ჩვენ ხომ სხვა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელს ვეთამაშებით. თუმცა, ერთი რამ ვიცით დანამდვილებით – ვიბრძოლებთ ბოლომდე ერთმანეთისთვის, ჩვენი კლუბისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ლანჩხუთისა და ჩვენი საყვარელი საქართველოსთვის!

დღეს რომ უფლება გვაქვს, ვითამაშოთ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით,   იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც ჩვენგან განსხვავებით არა საფეხბურთო მოედანზე, არამედ ბრძოლის ველზე იდგნენ ქვეყნის დასაცავად და თმობდნენ ღვთისაგან ბოძებულ ერთადერთ სიცოცხლეს. ამიტომ, გვინდა, ჩვენი მატჩი მივუძღვნათ საქართველოსთვის გარდაცვლილ ბიჭებს ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, ჩვენი სახელების ცოდნაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს მათი სახელები“, – ნათქვამია კლუბის მიმართვაში.

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩში შვედურ კლუბს, „როსენგარდს“ „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე მაყურებლის გარეშე შეხვდება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები