შალვა ნათელაშვილი: ე.წ ბიძინა ივანიშვილის სახელობის პარლამენტის გახსნას სრულად უნდა დაემთხვეს მანდატებზე უარის თქმა

„მე მინდა, გამოვრიცხო პრეცენდენტი, რომ რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერი შევა ამ სამარცხვინო კანტორაში”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„მე მინდა, გამოვრიცხო პრეცენდენტი, რომ რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერი შევა ამ სამარცხვინო კანტორაში, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს სურს, დაამთავროს საქართველოს ისტორია. მანდატებზე უარი 11 რიცხვშივე უნდა ითქვას. ე.წ ბიძინა ივანიშვილის სახელობის პარლამენტის გახსნას, სრულად უნდა დაემთხვეს მანდატებზე უარის  თქმა და სიაების ჩახსნა, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ეს სამარცხვინო ისტორიის ფურცელი დავამთავროთ, რათა ჩვენი შვილები კიდევ არ იდგნენ ქუჩაში.
ჩემი ინფორმაციით, ოპოზიცია ერთიანია თავის მოთხოვნებში, რადგან პარლამენტი არა თუ აირჩიეს, არამედ მიიტაცეს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები