ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრში 8 დეკემბერს ქეთი ტრაპაიძის ონლაინ ლექცია – „ჰკითხე ქალს..” ჩატარდება
თბილისის ისტორიის მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში 2018 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტები და გამოფენები თემატურად ხშირად არის დაკავშირებული გენდერულ საკითხებთან.
თითოეული პროექტის კონცეფცია გამორჩეულია სტილის, ფორმისა და პრობლემის გააზრების მიმართულებით.
8 დეკემბერს, 16:00 საათზე ქეთი ტრაპაიძის ონლაინ ლექცია – „ჰკითხე ქალს..” ჩატარდება.
ლექციაზე საუბარი იქნება მუზეუმში განხორციელებულ სამ გამოფენაზე, სადაც განსაკუთრებულად იკვეთება გენდერის საკითხები; განხილული იქნება ქალის თანამედროვე ტრანსფორმაციის თემა, რომელიც ლია ბაგრატიონის, სოფო ჩერქეზიშვილის, ქეთი ბათიაშვილისა და თეონა პაიჭაძის მიერ დამოუკიდებელ მხატვრულ ფორმებშია მოქცეული.
“შეშლილი ჩაის სმა” – 2018 წლის ნოემბერში პროექტის ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში, განხორციელდა ხელოვან ლია ბაგრატიონის მასშტაბური საგამოფენო პროექტი, მოცულობითი ობიექტებით, თიხის ნამუშევრებითა და დოკუმენტური ფილმით.
“კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე” – 2019 წლის სექტემბერში, ასევე, პროექტის ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში, გაიმართა სოფო ჩერქეზიშვილის ნამუშევრების გამოფენა. ფერწერული ნამუშევრებისა და ინსტალაცია-ობიექტებისაგან შემდგარი ეს პროექტი განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს დღესაც, თავისი თამამი ასოციაციებითა და მრავალსახოვანი პორტრეტებით.
“რეისი 4 დეკემბერი” – 2020 წლის თებერვალში, მუზეუმში გაიხსნა ქეთი ბათიაშვილისა და თეონა პაიჭაძის გამოფენა, რომელმაც განსხვავებული ხედვის, მსოფლმხედველობისა და ბიოგრაფიის მქონე ორი მხატვარი ქალი პროფესიად ქცეული გზის, ერთი რეისის თემით დააკავშირა.
ზემოთ აღნიშნული სამივე პროექტის თემატიკა საშუალებას მოგვცემს, თეორიულად განვიხილოთ სტილის, ფორმისა და პრობლემის მიმართულებით კონცეპტუალურად გააზრებული გენდერული საკითხები.
ლექცია განკუთვნილია უფროსკლასელებისთვის, სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული მსურველისთვის.
პროგრამა გაიმართება Zoom პლატფორმაზე. მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3qtFN76