ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარების ტენდენცია გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 55%-დან 65%-მდე გაიზარდა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს კორონავირუსით ინფიცირება და ვირუსის გადაცემა, პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე უნდა ავიდეს.

„დღეს კიდევ 2 გზავნილს გთხოვთ. პირველი, მაქსიმალურად ვეცადოთ პირბადის ტარების ინტენსივობას. ტენდენცია კარგი გვაქვს, ბოლო 10 დღის განმავლობაში 55%-დან 65%-ზე ავედით, მაგრამ სასურველია, ეს იყოს 95%, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად შეამცირებს ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას და გადადების მაჩვენებელს. პოზიტივი ჩანს იმაში, რომ ე.წ. რეპლიკაციის მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია.

ამასთან ერთად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემზღუდავ ღონისძიებასთან ერთად ტესტირების გაფართოებას. ჩვენთვის სამიზნე არის 20 ათასი, 20 ათასზე თუ ავედით მუდმივად, მაშინ მეტი გაფართოების ახალი სამიზნე გვექნება. ამ ორი თვის განმავლობაში, დეკემბერ-იანვარში მაქსიმალურად უნდა გავაფართოვოთ ქვეყანაში ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქებაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები