ლილოს დასახლებაში, სასაწყობე ფართის ნაწილში ხანძარია
ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩა N9-ში მდებარე სასაწყობე ფართის ნაწილში ხანძარია.
როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ცხრა ეკიპაჟია მობილიზებული.
მათივე ცნობით, ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.