გია ვოლსკი – „გირჩი“ არის დესტრუქციული ძალა თავისი შინაარსით და იმ ლიდერით, რომელიც ყოველთვის აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერზე აქვს ბოდიში მოსახდელი
გია ვოლსკი – „გირჩი“ არის დესტრუქციული ძალა თავისი შინაარსით და იმ ლიდერით, რომელიც ყოველთვის აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერზე აქვს ბოდიში მოსახდელი, – – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „გირჩში” არსებულ ვითარებაზე განაცხადა.
„გირჩის“ მდგომარეობა საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, მე შეფასება არ მაქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, თავისი შინაარსით, თავისი პათოსით და იმ ლიდერით, რომელიც ყოველთვის აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერზე სანანებელი არ აქვს და არაფერი ჩაუდენია ისეთი, რაზეც ბოდიში უნდა მოიხადოს.
„მოწყვლად ჯგუფს ახალგაზრდებისას ითრევენ ჭაობში, რომელშიც თვითონ არ სხედან და თვითონ არიან ხმელეთზე მოკალათებული. ესენი შიგნით ერთმანეთს რას დაელაპარაკებიან და რა პრეტენზიებს დაუყენებენ, არ ვიცი. ყველა ერთად იყო მაშინ, როდესაც მტრის წინაშე შარვალი ჩაიხადეს. დღეს რას გააკეთებენ, რა პათოსით და რა პოზიციებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ესეც არ მესმის“, – განაცხადა ვოლსკიმ.