ყველა ერთად იყო მაშინ, როდესაც მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს“, დღეს რას გააკეთებენ, არ ვიცი და რა პოზიციებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ესეც არ მესმის – გია ვოლსკი „გირჩზე”

ყველა ერთად იყო მაშინ, როდესაც მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს“. დღეს რას გააკეთებენ, არ ვიცი და რა პოზიციებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ესეც არ მესმის,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა და „გირჩში“ მიმდინარე მოვლენებს  გამოეხმაურა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა. თავისი შინაარსით, პათოსით და ლიდერით, რომელიც ყოველთვის აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი სანანებელი არ აქვს და არაფერი ჩაუდენია, რაზეც ბოდიში უნდა მოიხადოს.

ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ შესაძლებელია პროსტიტუციით ფული იშოვო და მოუწოდებენ ახალგაზრდებს ამისკენ, ასევე ნარკომანიით შეპყრობილ ადამიანებს უწოდებდნენ თავის თავს.

თვითონ მაგალითს აძლევდნენ და ამ ჯანმრთელობის სერიოზულად დამთრგუნველი ნაბიჯების გამკეთებლები თვითონ არ არიან და თავის ოჯახებშიც ასეთ რამეს არ ისურვებდნენ. ამ ორ მოწყვლად ჯგუფს ახალგაზრდებისას ითრევენ ჭაობში, რომელშიც თვითონ არ სხედან, ხმელეთზე არიან მოკალათებული და თბილად გრძნობენ თავს. ესენი შიგნით ერთმანეთს რას დაელაპარაკებიან და რა პრეტენზიებს დაუყენებენ ერთმანეთს, არ ვიცი. ყველა ერთად იყო მაშინ, როდესაც მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს“. დღეს რას გააკეთებენ, არ ვიცი და რა პოზიციებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ესეც არ მესმის,- “,- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები