დიმიტრი ხუნდაძე: 17 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტი ძალიან მძიმეა, მაგრამ ინფორმაცია, თითქოს, გოგონა კოვიდინფიცირებული იყო, ტყუილია

“17 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტი ძალიან მძიმეა, მაგრამ ინფორმაცია, თითქოს, გოგონა კოვიდინფიცირებული იყო და ბინაში გარდაიცვალა, რადგან ვერ მოხერხდა კლინიკაში გადაყვანა, არის უსაფუძვლო და ტყუილი”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, გარდაცვლილი ახალგაზრდა კოვიდ ინფიცირებული იყო და ვერ მოხერხდა მისი კლინიკაში გადაყვანა.

„ეს არის მცდელობა, რომ ვითარება დამძიმდეს, მოხდეს სამედიცინო სექტორის, ექიმების, კლინიკებისა და მინისტრის დისკრედიტაცია. ეს არის ყველასთვის საზიანო, მათ შორის, იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მას აკეთებენ და ცდილობენ, უფრო მეტად დაამძიმონ ვითარება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები