იაგო ხვიჩია: მიყვარს ჯაფარა, ადამიანურად, დიდი ხანია, ვმეგობრობთ
“ზოგადად, მე ზურასთან სულ მქონდა კომუნიკაცია, ყველაზე კომფორტულად, “გირჩის” სახეებიდან, მე მქონდა კომუნიკაცია”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ განმარტა, მისი ამოცანა იქნება, საზოგადოებას აუხსნას, რომ იგი პირნათელია ამ მოვლენებიდან.
„ძაან ბავშვურად გამოიყურება ეს ყველაფერი. არ შემიძლია ამომწურავი პასუხის გაცემა, მეც თქვენთან ერთად ველოდები ზურასგან პასუხს, რა მოხდა, პირიქით, მედიას გთხოვთ ამას.
ზოგადად, მე ზურასთან სულ მქონდა კომუნიკაცია. ყველაზე კონფორტულად, “გირჩის” სახეებიდან, მე მქონდა კომუნიკაცია. მიყვარს ჯაფარა, ადამიანურად, დიდი ხანია, ვმეგობრობთ. ბევრი ვცადე, მას დავკავშირებოდი, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. ჩემი ამოცანა იქნება, საზოგადოებას ავუხსნა, რომ მე პირნათელი ვარ ამ მოვლენებიდან’’, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.