“ტრიკოტაჟის ფაბრიკაში რომ დარბიხართ, დაინტერესდით მისი ევროპული განათლებით” – მდინარაძე – ტიკარაძეზე

„თუ ვინმეს მართლა აინტერესებს ამ ბრძოლის დროს ჯანდაცვის მინისტრზე რაიმე ინფორმაციის მოძიება, მარტო არასწორ მისამართებზე, ტრიკოტაჟის ფაბრიკაში კი არ უნდა ირბინოთ, უნდა მოიკითხოთ მისი ავსტრიული განათლების შესახებ”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძის გარშემო ატეხილ სკანდალს.
„მოიკითხეთ მისი ავსტრიული განათლების – ჯანდაცვის მენეჯმენტის შესახებ, მისი გერმანული პროფირლური განათლება, ამით უნდა დაინტერესდეთ. სადღაც ტრიკოტაჟის ფაბრიკაში რომ დარბიხართ, უმჯობესია, დაინტერესდეთ მისი ევროპული განათლებით, რას აკეთებდა ეს ადამიანი და ამაზეც მოუყევით საზოგადოებას. იმდენი პრობლემაა ქვეყანაში და მაინც ტყუილებს იგონებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები