ფონიჭალაში ახალი სკვერი მოეწყო

კრწანისის კეთილმოწყობა გრძელდება. რაიონში კიდევ ერთი ახალი სკვერი ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N8-ის მიმდებარედ მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, დასასვენებელ სივრცეში სატრენაჟორო კომპლექსი, საბავშვო ატრაქციონები და გარე განათების ქსელი მოეწყო. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. ირგვლივ დამონტაჟდა სკამები, სეპარირებული ურნები, ასევე, დაიგო დეკორატიული ფილები. ადგილზე საპარკინგე ზონები და სასეირნო ბილიკებიც მოეწყო.
კრწანისის რაიონში, 2018 წლიდან დღემდე, მოეწყო და რეაბილიტირდა 60-მდე სკვერი. ჯამურად, 6 ჰექტარზე ახალი რეკრეაციული სივრცეები განთავსდა.
ამ ეტაპზე, უკვე დასრულებული სკვერების გარდა დასასვენებელი სივრცის მოწყობა სხვა მისამართებზეც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები