ამირან გამყრელიძე: დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფიცირების რაოდენობა დაფიქსირდა, რეკორდულ შემთხვევებთან ერთად ყველაზე მეტი, 17,463 ტესტი გაკეთდა

დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფიცირების რაოდენობა დაფიქსირდა. რეკორდულ შემთხვევებთან ერთად ყველაზე მეტი, 17,463 ტესტი გაკეთდა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განისაზღვრა დაახლოებით 223 დაწესებულება, რომელიც ამბულატორიულ ტესტირებას ატარებს და ჩაატარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფიცირების რაოდენობა დაფიქსირდა. რეკორდულ შემთხვევებთან ერთად ყველაზე მეტი, 17,463 ტესტი გაკეთდა. აქედან PCR ტესტი არის 10,804 და 6,659 არის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი. გუშინდელი დადგენილების გამოსვლიდან, ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტზე ხელმისაწვდომობა სერიოზულად გაფართოვდა და კიდევ უფრო გაფართოვდება, სადაც ძირითადად სიმპტომებიან ძირითადად სიმპტომებიანი პაციენტები მიდიან, თუმცა თვითდინებით შეუძლია ყველას მისვლა, განისაზღვრა დაახლოებით 223 დაწესებულება, რომელიც ამბულატორიულ ტესტირებას ატარებს და ჩაატარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. თბილისში ასეთია 42 და 9 დიდ ქალაქში 100-მდე, რასაც ყველა სტაციონირებული დაწესებულება ემატება, ანუ ყველა ჰოსპიტალი. გუშინდელი დადგენილების თანახმად განისაზღვრა, რომ ყველა ჰოსპიტალიზებული ადამიანი, რა დიაგნოზისაც არ უნდა იყოს უნდა გამოიკვლიონ ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით. ჩვენ ამ 2 თვეში ტესტირების მაქსიმალურად გაფართოება გვინდა, რომ ინფიცირებული ადამიანების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე მოხდეს და რჩევა-დარიგება მიეცეს, რომ აუცილებლად სახლში, ან კოვიდსასტუმროში იზოლირდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები