ნინო ცაციაშვილმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

შსს-ს ინფორმაციით, ონლაინშეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულობასა და ამ მიმართულებით შინაგან სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, პროაქტიურად გამოძიების დაწყების მაჩვენებლის ზრდაზე და, ასევე, სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ინტენსიური ტრენინგების ორგანიზებაზე.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამედროვე მეთოდების დანერგვის, უწყებათშორის კოორდინაციისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

,,ონლაინ შეხვედრაზე განხილულ იქნა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები და რეკომენდაციები.

შეხვედრის დასასრულ, გაიმართა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, რომელიც საბჭოს შემადგენლობამ დაამტკიცა.
ნინო ცაციაშვილმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აშშ საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM), რომლებიც პროექტებისა და პროგრამების მეშვეობით ზრუნავენ სამართალდამცავთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები