თურქული მედია: აზერბაიჯანმა იანვრიდან-ნოემბრის პერიოდში თურქეთიდან 256 მილიონი დოლარის სამხედრო ტექნიკის იმპორტი განახორციელა

აზერბაიჯანმა 2020 წლის იანვრიდან ნოემბრის პერიოდში თურქეთიდან 256 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკის იმპორტი მოახდინა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო Yeni Şafak-ი იტყობინება.

აღინიშნება, რომ უკანასკნელი 11 თვის განმავლობაში თურქეთიდან აზერბაიჯანში იარაღის ექსპორტი 600%-ით გაიზარდა.

Yeni Şafak -ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში გამოყენებული თურქული თავდაცვითი მრეწველობის პროდუქციამ მსოფლიოს ყურადღება მიიქცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები